ჩვენ შესახებ
დაწესებულების მისია
- უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კლინიკის სანებართვო პირობების დაკმაყოფილება;
- შესთავაზოს პაციენტებს საერთაშორისოდ აღიარებული მკურნალობის სტანდარტებთან შესაბამისი დიაგნოსტიკა და მკურნალობის გარანტია;
- თანამედროვე მიღწევებისა და ინოვაციების დანერგვა;
- ახალი კადრების მოზიდვა და მათი განვითარების ხელშეწყობა;
- პაციენტების ნდობის მოპოვება სტაბილური და ხარისხიანი მომსახურებით;
- რესურსების გაუმჯობესებაში ინვესტირება.
დაწესებულების ხედვა
მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, ოტორინოლარინგოლოგიაში მაღალი ხარისხის შენარჩუნებით პაციენტების ნდობისა და ლოიალობის მოპოვება.
ხარისხის პოლიტიკა
ჩვენი დაწესებულების ხარისხის პოლიტიკა მიმართულია პაციენტებისა და დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ და წარმოადგენს ხარისხის სფეროში მიზნების დასახვისა და ანალიზის საფუძველს.
დაწესებულების ზოგადი მიზნები
- ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა საქმიანობის ყველა ეტაპზე;
- პაციენტების მოთხოვნებისა და მოლოდინების შესწავლა;
- სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება დაწესებულების შესაძლებლობებზე;
- პროცესების მუდმივი გაუმჯობესება;
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შეფასება და გაუმჯობესების გზების ძიება;
- დასახული მიზნების დროული მიღწევა;
- მომხმარებელთა უკუკავშირის შესწავლა და ანალიზი;
- აუთსორსზე მყოფი სერვისების ხარისხის დროული კონტროლი;
- მაღალკვალიფიციური, მოტივირებული გუნდის შექმნა და განვითარება;
- თანამშრომლებისთვის შესაფერისი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
- კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბება.